„საქართველოს რკინიგზა“ – აბაშის რკინიგზის ხიდზე აქტივისტები „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებთან ერთად, უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფით, ბანერის გადაკიდებას ითხოვდნენ

აბაშის რკინიგზის საფეხმავლო ხიდზე დღეს, 09:15 საათზე, რამდენიმე აქტივისტი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებთან ერთად, ყოველგვარი გაფრთხილებისა და წინასწარი შეთანხმების გარეშე და უსაფრთხოების ნორმების სრული უგულებელყოფით, ითხოვდნენ ხიდიდან დიდი ზომის ბანერის გადაკიდებას, – ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„აქტივისტებსა და ჟურნალისტებს განემარტათ და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ტერიტორიაზე გადის არაერთი მაღალი ძაბვის ხაზი, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, ისინი არ დაემორჩილნენ რკინიგზის პასუხისმგებელი წარმომადგენლების მოთხოვნებს და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს მათ. „საქართველოს რკინიგზა“ მოუწოდებს და აფრთხილებს ყველას, თავი შეიკავონ დესტრუქციული ქმედებებისგან და დაიცვან უსაფრთოების ზომები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, რათა საფრთხე არ დაემუქროს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“, – ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშირუსლან აბაშიძე სახალხო მოძრაობა „ქართულ-აფხაზური საგის“ წარმომადგენლებს შეხვდა
შემდეგი სტატიაზაზა ოქუაშვილის ღია მიმართვა