“საქართველოს რკინიგზა” ინფრასტურუქტურული სამუშაოების გამო რამდენიმე რეისის მოხსნაზე განცხადებას ავრცელებს.
“თაიმერი” განცხადებას უცვლელად გთვაზობთ:
„საქართველოს რკინიგზაში“ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით (ბროწეულა-კოპიტნარის გადასარბენზე გვირაბის მოწყობის გამო), 30-31 ოქტომბერს ქუთაისიდან და 31ოქტომბერს და 01 ნოემბერს ზუგდიდიდან და ბათუმიდან, ორი რეისით მსვლელობიდან იხსნება ადგილობრივი ელექტრომატარებელები: №698/697 ქუთაისი-ზუგდიდი და №684/683 ქუთაისი- ბათუმი.”- ნათქვამია რკინიგზის დეპარტამენტის განცხადებაში.