11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

“საქართველოს რეჟიმს აქეზებდნენ, მათ შორის ოკეანის გაღმიდან” – მედვედევი აგვისტოს ომზე

საქართველოს რეჟიმს აქეზებდნენ, მათ შორის ოკეანის გაღმიდან”, – ამის შესახებ რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა რუსულ სამთავრობო მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მან, ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ღირსეულად მოიქცა.

“2008 წლის 8 აგვისტოს მოვლენებმა ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ერთია, როდესაც პრეზიდენტად საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში აგირჩევენ და ჯერ კიდევ ეჩვევი ამ ამოცანის შესრულებას და ამ ტვირთის ტარებას. მეორე საკითხია, როდესაც იძულებული ხდები, რომ გადაწყვეტილებები სამხედრო მოქმედებების შესახებ მიიღო. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ძალიან რთულია. იმ წინაპირობითაც, რომ საქართველოს რეჟიმს აქეზებდნენ, მათ შორის ოკეანის გაღმიდან.” – ამბობს მედვედევი.

მედვედევი ირწმუნება, 2008-ში “იძულებული გახდა, გადაწყვეტილება მიეღო ქართული სამხედრო ფორმირებების წინააღმდეგ საპასუხო დარტყმის დაწყების შესახებ”.

banner
წინა სტატიაშიტრამპს სურს ირანთან შეთანხმებას მიაღწიოს
შემდეგი სტატიაუკრაინაზე რუსეთის მორიგი თავდასხმის შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა