საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე იქნება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ირაკლი ქარსელაძეს მსხვილი პროექტების მართვის მიმართულებით უდიდესი გამოცდილება აქვს.

„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს, მისი პირველი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე შეცვლის, რომელიც ასევე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. მას მსხვილი პროექტების მართვის მიმართულებით უდიდესი გამოცდილება აქვს და მე მჯერა, რომ ბატონი ირაკლი ასევე წარმატებული მინისტრი იქნება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, ირაკლი ქარსელაძემ მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს.

„დიდი მადლობა, ბატონო ირაკლი გამოხატული ნდობისთვის, ასევე დიდი მადლობა ქალბატონ მაიას იმ მრავალი წარმატებისთვის, რომელსაც ერთად მივაღწიეთ. ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებული პროექტებისთვის, რომლებსაც აუცილებად სჭირდება დასრულება და ახალი პროექტების დაწყება“, – განახცადა ქარსელაძემ.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის მინისტრობის კანდიდატად ჯუანშერ ბურჭულაძე წარადგინეს
შემდეგი სტატიაპარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე 20 პირი არის დაკავებული