25.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, სექტემბერი 10, 2026
banner

საქართველოს რეგიონებში ძლიერი ნალექი და სეტყვაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 13-14 აგვისტოს აჭარა-გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში, 15 აგვისტოს ქვემო ქართლის, კახეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

გავრცელებული ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

banner
წინა სტატიაშიმატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა
შემდეგი სტატიაბერდია სიჭინავა: თუ საწვავმა ე.წ. საბაჟო პროცედურები გაიარა, ეს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საგანგაშოა