„საქართველოს, რა თქმა უნდა, ემუქრება ტერორიზმი პირდაპირ თუ ირიბად”

„დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკური მდივნის გიგლა ბარამიძის განცხადებით, საქართველოს ტერორიზმი ირიბად თუ პირდაპირ ემუქრება.

თუმცა, როგორც ბარამიძემ „პირველ პრესკლუბში“ აღნიშნა, ამ ეტაპისთვის „ისლამური სახელმწიფო“ საქართველოს, დასასჯელ სახელმწიფოდ არ განიხილავს.

„საქართველოს, რა თქმა უნდა, ემუქრება ტერორიზმი პირდაპირ თუ ირიბად. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, ირიბად. დღეს „ისლამური სახელმწიფო“ საქართველოს დასასჯელ სახელმწიფოდ არ განიხილავს, მაგრამ – ტერიტორიად, რომ ის გამოყენებული იყოს ტრანზიტული ტვირთებისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, აქ დაბრუნდნენ მომზადებული ადამიანები. ეს საკითხები განიხილება იქ. საქართველოს სპეცსამსახურებმა მეტი ოპერარატიულობა და მეტი პროფესიონალიზმი უნდა გამოავლინონ. არის სერიოზული სიმპტომები იმის, რომ საქართველოში ისეთი ტერორისტული აქტები არ განხორციელდეს, როგორც ევროპაში იყო, მაგრამ პატარა კერები რომ ჩაიდოს, ვითომ სასწავლებლების სახით, ვითომ ოჯახური ტიპის სამლოცვლეოებში ამ ადამიანების ჩამოყალიბების, ეს საშიშროება არსებობს“, – განაცხადა ბარამიძემ.

მისი თქმით, საქართველო ჩართულია ტერორიზმთან ბრძოლაში, რადგან სხვადასხვა რეგიონებიდან საქართველოს მოქალლაქეები უკვე არიან „ისლამურ სახელმწიფოში“ ან მის მისადგომებთან მაინც. ამასთან მისი განმარტებით, სადაც განათლება და ინტელექტია, იქ ტერორიზმი არ არის, ამიტომ სახელმწიფომ ამ მიმართულებით უნდა გააძლიეროს მუშაობა.

„მაფიქრებს, რომ სახელმწიფოს არ აქვს ჩამოყალიბებული პროგრამა, სისტემა, რა უნდა დაუპირისპიროს ამას. მარტო დაჭერა, დახვრეტა და საზღვრის ჩაკეტვა არაა მთავარი“, – აღნიშნა გიგლა ბარამიძემ.

banner
წინა სტატიაშიმედვედევმა “თურქული აგრესიის” საპასუხოდ ზომების შემუშავების შესახებ განკარგულება გასცა
შემდეგი სტატია„WordPress“ ჰოსტინგზე განთავსებული ვებგვერდები ქართველებისთვის ხელმისაწვდომია