14.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 12, 2026
banner

საქართველოს პროკურატურამ ცხოველისადმი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ცხოველისადმი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 აპრილს, ქალაქ სიღნაღში, ბრალდებულმა მიუსაფარ ძაღლს რამდენჯერმე დაარტყა ბასრი საგანი, რამაც ცხოველის დასახიჩრება გამოიწვია.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცხოველისადმი ძალადობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია, ჩადენილი საჯაროდ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა”,_ აცხადებს საქართველოს პროკურატურა.

banner
წინა სტატიაში“ერთადერთი რისი ივანიშვილს ეშინია ეს არის – ბევრი ხალხი ქუჩაში”- ლევან სანიკიძე
შემდეგი სტატიაგიგა ფარულავა: “ოცნებას” და ბოჭორიშვილს ევროინტეგრაცია წარმოუდგენიათ იმ პირობებში, როცა ხელისუფლება მიტაცებული აქვთ