“საქართველოს პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, თუ ვის დანიშნავს უშიშროების საბჭოს მდივნად”

ეკა მიშველაძე - პრეზიდენტი არის ქვეყანაში ინსტიტუციების დაცვის გარანტი

საქართველოს პრეზიდენტს ჯერ არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება, ვინ შეცვლის ირინე იმერლიშვილს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ განაცხადა.

მისი თქმით არც ერთი კანდიდატურა ყოფილა განხილული აღნიშნულ თანამდებობაზე.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დანიშვნა არის პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლება.

შეგახსენებთ, რომ ირინე იმერლიშვილის საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშვნის შემდეგ, უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტი ვაკანტურია.

გიორგი მარგველაშვილს უშიშროების საბჭოს ახალი მდივნის დასახელება სექტემბრის ბოლომდე შეუძლია, ვიდრე ირინე იმერლიშვილი ახალ პოსტზე გადაინაცვლებს. ოქტომბრიდან, ის პრეზიდენტის წარდგინებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლედ განაგრძობს საქმიანობას.

banner
წინა სტატიაში“გიორგი კვირიკაშვილს მძიმე ვითარება ექნება, თუ ის გუნდი აღმოჩნდება უმრავლესობაში, რომელსაც „ქართული ოცნება“ საქართველოს სთავაზობს”
შემდეგი სტატიაწითელი ჯვარი ჩრდილოეთ კორეაში არსებულ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე საუბრობს