საქართველოს პრეზიდენტს ესტონეთის ახლადდანიშნულმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

გიორგი მარგველაშვილს საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კაი კაარელსონმა რწმუნებათა სიგელები გადასცა.

სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ ქვეყნის პირველმა პირმა ესტონელ დიპლომატთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.

ახლადდანიშნულმა ელჩმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, არაღიარების პოლიტიკის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა.
საქართველოს პრეზიდენტმა კაი კაარელსონს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

banner
წინა სტატიაშიაჭარელი ქალბატონის როკ ენ როლი (ვიდეო)
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი ეუთოს მუდმივ წარმომადგენელს გიუნტერ ბეხლერს შეხვდა