“საქართველოს პრეზიდენტს არ ეყო ვაჟკაცობა, რომ უსამართლო კანონისათვის ვეტო დაედო”

ხელისუფლება მოქმედებს უტვინოდ

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა ვერ გაბედა თავის თავზე ელემეტარული პასუხისმგებლობის აღება.

“მინდა გამოვხატო ჩემი უკიდურესი აღშფოთება და პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პრეზიდენტმა როგორც სამწუხაროდ მოსალოდნელი იყო, ვერ გაბედა თავის თავზე ელემეტარული პასუხისმგებლობის აღება, რომ დაედო ვეტო უსამართლო კანონისათვის და არამარტო უსამართლო კანონისათვის, არამედ იმ კანონისათვის, რომელიც პირდაპირი გაყალბებით და პროცედურების დარღვევით იქნა მიღებული. საქმე ეხება კანონმდებლობაში იმ საარჩევნო ცვლილებას რომლის საფუძველზეც ჩვენ წაგვერთვა უფასო სარეკლამო დროის პრაქტიკულად 2/3. ეს არის ყაჩაღური კანონი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” მიიღო “რესპუბლიკელების”, ალასანიას პარტიის და რამდენიმე სხვა პარტიის სასარგებლოდ” , – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტს არ ეყო იმდენი ვაჟკაცობა, რომ დაეცვა ეგრეთწოდებული “პრორუსული” პარტიების სრულიად სამართლიანი მოთხოვნა, შეეშინდა, რომ მისი დასავლელი პარტნიორები, ამერიკელი პარნიორები არ გაენაწყენებინა.

“სამწუხარო რეალობაა დღევანდელ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. სამართალი არის კვლავ უსამართლო, ორმაგი სტანდარტები მოქმედებს, მაგრამ ამისდა მიუხედავად რაც არ უნდა გააკეთოს „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტმა, მათ უკან მდგომმა ძალებმა, ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს მოსახლეობისძალიანსერიოზული მხარდაჭერა. თუნდაც იმ შესაძლებლობებით რასაც მიზერულად გვიტოვებს „ქართული ოცნება“ და გვართმევს იმას რასაც ხალხის არჩევანის შედეგად ვიღებდით, ჩვენ აუცილებლად მოვიპოვებთ მოსახლეობის ძალიან სერიოზულ მხარდაჭერას და სოლიდურად ვიქნებით წარმოდგენილი პარლამენტში” , – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ვახტანგ ხმალაძის მიერ კანონის გაყალბებით მიღებულ კანონს „დემოკრატიული მოძრაობა“ გააპროტესტებს საკონსტიტუციო სასამართლოში და მედს გამოთქვამს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მაინც მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და არ შეუშინდება„არაპოპულარული“ გადაწყვეტილების მიღებას.

“ჩვენ ველოდებოდით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მოაწერდა ხელს თუ არა, რაკიღა დოკუმენტი უკვე ხელმოწერილია, თუმცა ჯერჯერობით როგორც ჩქანს თავი ვერ მოაბეს გამოქვეყნებას. ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის დიდი იმედი ნამდვილად არ გვქქონდა, ჩვენ სარჩელი მზად გვაქვს და ყველაზე გვიან, ორშაბათს, საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართავთ ამ სარჩელით. ვფიქრობ, რომ „ლეიბორისტული პარტია“ და „პატრიოტთა ალიანსი“ ალბათ შემოუერთდება ამ სარჩელს” , – განაცხადა “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა.

banner
წინა სტატიაშიგორში ჟურნალისტი რეზო ოქრუაშვილი გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატიაერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3527 ლარია