საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრია. 2016–2020 წლებში იყო მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი საარჩევნო ბლოკიდან „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ (თბილისის სანზონის მაჟორიტარი), 2020 წლიდან კი, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ნაძალადევის მაჟორიტარი). 2022 წელს მიხეილ ყაველაშვილმა, სოზარ სუბართან და დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად, დატოვა „ქართული ოცნება“ და გაერთიანდა პარტიაში „ხალხის ძალა“. 2024 წლის 20 მარტიდან ის პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანია.

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელია. 1988–1995 წლებში იყო „დინამო თბილისის“ ფეხბურთელი და სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. სხვადასხვა წლებში თამაშობდა ისეთ საფეხბურთო კლუბებში, როგორიცაა: „მანჩესტერ-სიტი“, „გრასჰოფერი“, „ციურიხი“, „ლუცერნი“. მიღებული აქვს შვეიცარიის სამწვრთნელო განათლების C კატეგორიის ლიცენზია და ასევე – უეფა-ს მწვრთნელთა განათლების B კატეგორიის ლიცენზია. 2009 წელს საქართველოში მსოფლიოს ფეხბურთელთა გაერთიანების (FIFPro) დამფუძნებელი და საპატიო პრეზიდენტი გახდა.

ყაველაშვილის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ იძებნება

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერსაა ჩანიშნული, ინაუგურაცია კი 29 დეკემბერს. პრეზიდენტს წელს პირველად არაპირდაპირი წესით, 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

banner
წინა სტატიაშითიბისის ESG აკადემია, თბილისში, ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, ტრენინგს – „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ – შექმენი მწვანე მომავალი“ ჩაატარებს
შემდეგი სტატიაყაველაშვილი: განსაკუთრებული მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჩვენთვის საამაყო და გამორჩეულ პიროვნებას