საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს შეხვდა და 22 მარტს, ქალაქ ბრიუსელში მომხდარ ტერორისტული აქტზე და მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა.

პრეზიდენტმა ქეთევან ქარდავას მადლობა გადაუხადა მაღალი პროფესიული ჟურნალისტური საქმიანობისათვის.

ქვეყნის პირველმა პირმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ნაყოფიერი და მაღალპროფესიული ჟურნალისტური საქმიანობის, ბრიუსელში ზავენტემის აეროპორტში მომხდარი ტერორისტული აქტის შესახებ ინფორმაციის მყისიერი გავრცელებისას გამოვლენილი პროფესიული თავდადებისათვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში თინათინ მჟავანაძე და საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი გიორგი ბარათაშვილი დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაშიზვიად კვაჭანტირაძე – თუ ვინმეს აქვს მოლოდინი, რომ ავიღებთ დიდი ჯოხს და ცემას დავუწყებთ მეჭიაურს, ასე არ მოხდება
შემდეგი სტატია“თაიმერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ნინო ჩარკვიანი გამოეხმაურა