საქართველოს პრეზიდენტმა სტიქიის ზონაში არსებულ ვითარება შეაფასა

საქართველოს პრეზიდენტმა სტიქიის ზონაში არსებულ ვითარება შეაფასა. გიორგი მარგველაშვილმა ინფორმაცია საგანგებო შტაბისგან მიიღო. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მიმდინარე სამუშაოებში ჩართულ ყველა რგოლს. მისი თქმით, ასევე ძალინ კოორდინირებულად იმუშავეს სამხედროებმა ატენის ხეობაში ხანძრის ლლიკვიდაციისთცვის. პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა თურქეთს, აზერბაიჯანს, ბელორუსს და სომხეთს გაწეული დახმარებისთვის.

კითხვაზე, “შესაძლებელია თუ არა რომ რამდენიმე ადგილას ერთდროულად ცეცხლის გაჩენა იყოს დივერსია,” პრეზიდენტი პასუხობს:

„როდესაც არის პრობლემა ყველა ვერთიანდებით პრობლემის გადასაწყვეტად. როდესაც გადავწყვეტთ პრობლემას მერე ვიწყებთ კითხვის ნიშნების დასმას და მათზე პასუხს,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც სტიქიის ზონაში ჩავიდა და შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო. პრეზიდენტმა საგანგებო შტაბისგან მიიღო ინფორმაცია, მან მეხანძრე- მაშველებს, შეიარაღებულ ძალებს და მეზობელ ქვეყნებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

ბორჯომის ხეობაში, სტიქიის ზონაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ავიაცია სრული დატვირთვითაა ჩართული. შემთხვევის ადგილზე მუშაობს ორი ქართული, ორი თურქული, ორი აზერბაიჯანული და ერთი ბელარუსული ვერტმფრენი და ერთი თურქული თვითმფრინავი.  

ადგილზე ასევე არიან სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. მუშაობდა მძიმე ტექნიკა. სტიქიის ზონაში იმყოფება 95 მეხანძრე-მაშველი აზერბაიჯანიდან და 70-მდე სომხეთიდან.

 

banner
წინა სტატიაშიბელორუსიდან გამოგზავნილი ვერტმფრენი МИ-26 ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთო
შემდეგი სტატია,,იმედის მომცემია, თუ რამდენი გულწრფელი მეგობარი გვყავს ქართველებს – სომხები, აზერბაიჯანელები, თურქები, ბელორუსები”