საქართველოს პრეზიდენტმა სესილია მალმსტრომი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროკომისარ სესილია მალმსტრომს შეხვდა.

 

მარგველაშვილმა ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში საქართველოს მიმართ გამოხატული განსაკუთრებული თანადგომისათვის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობას და ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობას.
სესილია მალმსტრომმა შეხვედრისას იმ სარგებელზე, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება სთავაზობს ბიზნესს. საუბარი ასევე შეეხო DCFTA -ის იმპლემენტაციის პროცესს.
საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი დაჩქარდება და უახლოეს მომავალში წარმატებით დასრულდება.
banner
წინა სტატიაშიმიხეილ მაჭავარიანი – “ნაციონალური მოძრაობა” ახალ, გამოცდილ ადამიანებს ეძებს
შემდეგი სტატიაკულტურის სამინისტროში კონკურს “თარგმანი 2016”-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ