საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო რეჟიმში შეხვედრა ჩანიშნა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.
ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესასამხური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრა ორბელიანების სასახლეში შედგება.
“ოცნება” ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებს – როგორც ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, “ოცნება” 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე.
კობახიძე: 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დავაყენებთ