საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელებას მხარი დაუჭირა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს ნაბიჯი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გადაიდგა.

„ყველა არსებული გათვლა და პროგნოზი მიუთითებს მომავალ 2-3 კვირაში ეპიდემიის შიდა გავრცელების ზრდის დიდ საფრთხეზე. იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ პირველ ეტაპზე მიღწეული სამაგალითო შედეგები, არსებული რეჟიმი გარკვეული ხნით კიდევ უნდა დავიცვათ. შესაბამისად, ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელების პრევენციის, მოსახლეობის სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე და კონსტიტუციის 74 მუხლის თანახმად, გამოვცემ ბრძანებას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. ბრძანების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა გაგრძელდება 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ იმერეთში შვილის მიერ მამის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 1 პირი
შემდეგი სტატიათავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს