საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერმინისტრის დანიშვნას ხელი მოაწერა

გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა ახალი პრემიერმინისტრის დანიშვნას ხელი მოაწერა. განკარგულება სულ რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა.

“საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის მერვე პუნქტის შესაბამისად, დაინიშნოს გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრად.” – ნათქვამია დოკუმენტში.

პარლამენტმა მთავრობის დამტკიცების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რამდენიმე საათის წინ გადააგზავნა.

banner
წინა სტატიაში“მთავრობის რეალური მეთაური, მათი მამოძრავებელი ძალა იმყოფება სოლოლაკის შუშის სასახლეში“
შემდეგი სტატიაგარემოს დაცვის მინისტრის ინფორმაციით, თბილისის ეროვნული პარკის დირექტორმა ავტომანქანაში 2 ხელყუმბარა აღმოაჩინა