საქართველოს პრეზიდენტმა ფერეიდნელ ახალგაზრდებს უმასპინძლა

გიორგი მარგველაშვილმა დღეს პრეზიდენტის სასახლეში ფერეიდნელ ქართველებს უმასპინძლა, რომლებიც საქართველოში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ქართულ ენასა და ხალხურ სიმღერებს შეისწავლიან.
საქართველოს პრეზიდენტმა ფერეიდნელ ახალგაზრდებს სასახლე ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან და პოლიტიკურ მდივანთან ფიქრია ჩიხრაძესთან ერთად პირადად დაათვალიერებინა.

გიორგი მარგველაშვილი სტუმრებს გაესაუბრა და ფერეიდანში ქართველების ცხოვრებით დაინტერესდა. ქვეყნის პირველმა პირმა პროექტის მომავალში გაგრძელების შესახებაც ისაუბრა და მონაწილეებს წარმატება უსურვა.

პროექტს “საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ს ახორციელებს ფერეიდნელი ახალგაზრდებისათვის ქართული ენისა და ხალხური სიმღერების შესწავლას ისახავს მიზნად. ახალგაზრდებისათვის ქვეყნის მასშტაბით, ექსკურსიებიც მოეწყობა და ისინი საქართველოს ისტორიულ ძეგლებს გაეცნობიან. მარგველაშვილმა დღეს პრეზიდენტის სასახლეში ფერეიდნელ ქართველებს უმასპინძლა, რომლებიც საქართველოში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ქართულ ენასა და ხალხურ სიმღერებს შეისწავლიან.გიორგი მარგველაშვილმა დღეს პრეზიდენტის სასახლეში ფერეიდნელ ქართველებს უმასპინძლა, რომლებიც საქართველოში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ქართულ ენასა და ხალხურ სიმღერებს შეისწავლიან.

banner
წინა სტატიაშიაქციზის გადასახადი იმპორტულ ავტომობილებზეც გაიზრდება : კვირიკაშვილი
შემდეგი სტატიასაგარეო საქმეთა სამინისტრო ასოცირების შესრულების შესახებ ევროკავშირის ანგარიშს მიესალმება