საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობას ფერისცვალების დღესასწაული მცხეთიდან მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოსახლეობას ფერისცვალების დღესასწაული მცხეთის ფერისცვალების სახელობის დედათა მონასტრიდან მიულოცა.

”დღეს ჩვენ საოცარ მოვლენას ვზეიმობთ – ეს არის დღესასწაული, როდესაც მაცხოვარმა გააერთიანა ძველი და ახალი აღთქმა, ძველი და ახალი აღთქმის წმინდანები ერთად შეკრიბა. ეს არის დღესასწაული, როდესაც მაცხოვარმა გააერთიანა წარსული და მომავალი, ღვთიური და ადამიანური ერთმანეთში. ეს არის დღესასწაული დიდი გმირობისთვის მომზადების, რადგან ამის მერე მაცხოვარი ეწამა ჩვენთვის. გილოცავთ ყველას და ყველა ყოფილიყავით ამ ძალის შედეგად მზად დიდი გამარჯვებისთვის”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა.

banner
წინა სტატიაშისანდრა რულოვსი: მიშას ბევრჯერ ვესაუბრე, თვალებში რომ ჩაგხედავ, მინდა ვიცოდე, რაც მოხდა ცუდი, აღარ განმეორდება
შემდეგი სტატია(+ვიდეო) “პარტიაში ნახევარზე მეტი “ნაციონალები” არიან “- ნანა ყეინიშვილმა “ოცნება” დატოვა