საქართველოს პრეზიდენტმა ჯანსუღ ჩარკვიანის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა

ქართველი პოეტის ჯანსუღ ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილმა პოეტის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

„ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქიდან მოყოლებული, სიცოცხლის ბოლო წუთამდე, ბატონი ჯანსუღის თავისუფლებისა და ადამიანური ღირსების იდეალებით ნასაზრდოები უკომპრომისო მოქალაქეობრივი პოზიცია ხმამაღლა უპირისპირდებოდა კონფორმიზმსა და უიმედობას.

“ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ ჯანსუღ ჩარკვიანის ოჯახსა და ახლობლებს,“ – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

banner
წინა სტატიაშისოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით ფაროსანას განადგურების მიზნით შეიწამლა 110 ჰექტარი
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – ესპანეთი, ისევე როგორც საქართველო, ერთიანი და განუყოფელია