საქართველოს პრეზიდენტმა გორში ოკუპაციის მუზეუმი გახსნა

გიორგი მარგველაშვილმა, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით გორის უნივერსიტეტში ოკუპაციის მუზეუმი გახსნა. ოკუპაციის მუზეუმი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა და პროექტი საზოგადოებრივმა კავშირმა – მეგობრობის ხიდმა „ქართლოსი“ განახორციელა.
პროექტის მიზანი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ფარული ანექსიის საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მათი არაფორმალური განათლების ხელშეწყობაა.
გორის შემდეგ ოკუპაციის მუზეუმები გაიხსნება ასევე: ქარელში, ხაშურში, კასპში, ერგნეთსა და გურიის რეგიონში ლანჩხუთში
შექმნილი სივრცეები გათვალისწინებულია ინტეგრირებული გაკვეთილების, ლექციების, საჯარო შეხვედრებისა და დისკუსიების ჩასატარებლადაც. ამავე კამპანიის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი გორის უნივერსიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საჯარო ლექციას წაიკითხავს.
“ძალიან სიმბოლურია, რომ დღევანდელ დღეს, აქ, გორში, გორის უნივერსიტეტში გაიხსნა ოკუპაციის მუზეუმი. ჩვენ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დავაანონსეთ, რომ საჭირო იყო ოკუპაციის მუზეუმების გახსნა მთელი ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ, ვინაიდან თითოეულ ჩვენგანს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს , ახალგაზრდებს ახსოვდეთ ოკუპაცია, იმიტომ რომ არასოდეს შეურიგდნენ ოკუპაციას და ჩვენ უნდა შევძლოთ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენი სამშობლოს დეოკუპაცია. თუმცა ის, რაც გააკეთა ოკუპანტმა უნდა დარჩეს მუდმივად ჩვენს მახსოვრობაში, რომ არასდროს დავუშვათ შეცდომა ოკუპანტთან ურთიერთობაში, არასოდეს ვიფიქროთ, რომ ოკუპანტი რამეზე დაიხევს უკან”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/PresidentMargvelashvili/videos/905445329623741/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილმა კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან გმირულად დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო
შემდეგი სტატია„არა ოკუპაციას, არა რუსეთს“ – ენმ-მ ენგურის ხიდზე აქცია გამართა