საქართველოს პრეზიდენტმა გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებას ტერაქტი უწოდა

გიორგი მარგველაშვილი - საოკუპაციო რეჟიმი ახლა ანექსიის რეჟიმში გადავიდა

გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებას საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა. გიორგი მარგველაშვილმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.

„ქალაქის ცენტრში ააფეთქეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატის მანქანა. კიდევ კარგი მსხვერპლი არ არის. მინდა გამოვთქვა, იმედი, რომ დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დროულად გამოსწორდება და ჩვენ არ გვეყოლება ტერაქტის შედეგად მსხვერპლი ჩვენ ქალაქში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს საელჩო გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქებას ეხმაურება
შემდეგი სტატიაჯანდაცვის სამინისტრო – აფეთქების შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა