საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებს უმასპინძლა.
„ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეწყვეტა,” – უთხრა მედიას გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა.
„საქართველოსთვის, პოლონეთისთვის, ლიეტუვისთვის, ლატვიისთვის, უკრაინისა და ესტონეთისთვის ორი გზა არსებობს – ან ევროპისკენ, ან რუსეთისკენ“ – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრმა, მიჰაუ კამინსკიმ.
ევროპელ კანონმდებლებთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და „ქართული ოცნების“ ლიდერებმა.