საქართველოს პრეზიდენტმა 57 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“, რომლის თანახმადაც, სულ შეწყალებულია 57 მსჯავრდებული.

შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის განცხადებით, შეწყალების აქტის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 30 მსჯავრდებული.

ვადიანი და უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 27 პირს, მათ შორის ორ ქალს.

ზვიად ქორიძის ცნობით, შეწყალების საკითხთა კომისიამ 22-24 ოქტომბრის პერიოდში 575 მსჯავრდებულის საქმე განიხილა.

პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს.

banner
წინა სტატიაშიმეორე ტურის შემთხვევაში გამოკითხულდა 44% გრიგოლ ვაშაძეს, 29% კი სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს – Edison Research-ის კვლევა
შემდეგი სტატიაბეჭდურ და ონლაინ მედიაში კვლავ შეიმჩნევა სიძულვილის ენა – გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი