საქართველოს პრეზიდენტმა 4 შვილის დედა თეა სირეაძე შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა ადამიანის გატაცებაში, ფულის გამოძალვასა და ხულიგნობაში ბრალდებული, 4 შვილის დედა თეა სირეაძე შეიწყალა.
37 წლის თეა სირაძეს ბრალად ადამიანის გატაცება, ფულის გამოძალვა და ხულიგნობა ედება, თუმცა იგი ამ ბრალდებებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ის 5 ინდოელი მამაკაცისგან თავს იცავდა, რის გამოც მათ ფიზიკურად გაუსწორდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ 4 შვილის დედას სასამართლომ 28 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თეა სირაძემ სასჯელაღსრულების ქალთა დაწესებულება უკვე დატოვა.

banner
წინა სტატიაშითურქეთის შსს მიგრანტების დანაშაულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს (ვიდეო)
შემდეგი სტატიატრამპა რუსეთი დასავლური ცივილიზაციის საფრთხედ გამოაცხადა