საქართველოს პრეზიდენტმა 2008 წელს შინდისში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა და თავდაცვია მინისტრმა, ლევან იზორიამ შინდისში დაღუპული 17 ქართველი სამხედროს მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქართველმა სამხედროებმა გიმრობის მაგალითი აჩვენეს.

“ჩვენ ყოველ წელს ჩამოვდივართ აქ, რათა პატივი მივაგოთ იმ ბიჭებს რიმლებიც უთანასწორო ბრძოლაში დაეცნენ. ამ ბრძოლაში მათ დაიცვეს საქართველო და დაიცვეს თბილისი. ეს ბიჭები იყვენ ნამდვილი გმირები”, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

2008 წლის 11 აგვსტოს, საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ბრიგადის სადაზვერვო ოცეული სოფელ შინდისში რუსულ ასეულთან ბრძლაში ჩაება. ბრძოლამ რამდენიმე საათი გასტანა.

უთანასწორო ბძოლაში 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშიზბიგნევ ბჟეზინსკი: „რუსეთი, საერთოდ, ზედმეტი ქვეყანაა“
შემდეგი სტატიაბათუმში მეტეორეკომენდატორი სადგურების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა