საქართველოს პრეზიდენტმა 168 პატიმარი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 168 პატიმარი შეიწყალა, მათ შორის არიან, როგორც მძიმე, ისე ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პატიმრები.

ამის შესახებ შეწყალების სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელმა ზვიად ქორიძემ განაცადხა.

მისივე ინფორმაციით, შეწყალებულთა შორის ექვსი ქალია.

როგორც ზვიად ქორიძემ აღნიშნა, შეწყალებული პატიმრებიდან, 114 დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, დანარჩენ 54 მსჯავრდებულს კი სხვადასხვა დოზით შეუმცირდება შეფარდებული სასჯელი.

“ეს საკმაოდ დიდი ციფრია, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენებია ქვეყანაში, საპარლამენტო არჩევნებია და სწორედ ამის გათვალისწინებით იხელმძღვანელა კომისიამ, რათა ამ ადამიანებს მისცემოდათ შანსი ახალი ცხოვრების დაწყების. ეს პრეზიდენტმაც გაითვალისწინა”, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.

banner
წინა სტატიაშიჩაკეტა თუ არა საზღვარი თურქეთმა საქართველოსთან – კონსულის კომენტარი
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობა“ პროკურატურას მიმართავს