საქართველოს პრეზიდენტმა 157 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგვრლაშვილმა 157 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხაადა.

მისი თქმით, შეწყალების საკითხთა კომისიამ 16-დან 21 თებერვლის ჩათვლით პერიოდში, 890 პირის საკითხი განიხილა.

ქორიძის ინფორმაციით, 157 შეწყალებული მსჯავრდებულიდან რვა ქალბატონი და ერთი არასრულწლოვანია.

93 მსჯავრდებული თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლდა, რომელთაგან ექვსი ქალბატონი და ერთი არასრულწლოვანია.

შეწყალების აქტით, თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი 64 მსჯავრდებულს, მათ შორის, ორ ქალბატონს შეუმცირდა.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი გიორგი თევდორაშვილი – მამა გიორგი ითხოვს ზიარების მიღებას, რაც აკრძალული აქვს
შემდეგი სტატია“მოძრაობა თავისუფლებისთვის” ე.წ. მოსმენების კანონზე არასამთავრობოებს ხვდება