საქართველოს პრეზიდენტმა 116 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 116 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ პატიმართა შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განაცხადა.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ქორიძემ აღნიშნა, შეწყალებულთაგან 73 პირი საპატიმრო დაწესებულებას დღესვე დატოვებს. მათგან ოთხი ქალია.

რაც შეეხება დანარჩენ 43 მსჯავრდებულს, მათ ​საპატიმრო სასჯელი სხვადასხვა დოზით შეუმცირდათ. მათგან ორი ქალია.

ზვიად ქორიძის ინფორმაციით, შეწყალების კომისია 19 თებერვლიდან 26 თებერვლის ჩათვლით მუშაობდა და 858 პირის საქმე განიხილა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მასშტაბით 68 ათასი კვადრატული კილომეტრი არსებობს, რათა სიგარეტი სუფთა ჰაერზე მოწიონ
შემდეგი სტატიაუგულავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო