საქართველოს პრეზიდენტის სომხეთში ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტის სომხეთში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. სალომე ზურაბიშვილს ქალაქ ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის ვიცე-პრემიერი ტიგრან ავინიანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი საგანელიძე და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.

პრეზიდენტი ერევანში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს არმენ სარქსიანს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდება, რის შემდეგაც პრეზიდენტები მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ.

დაგეგმილია შეხვედრები ასევე, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე არარატ მირზოიანთან.

banner
წინა სტატიაში“ეს ჩემთვის იყო იმაზე ადრე ცნობილი, ვიდრე ამის თაობაზე გაიგო საზოგადოებამ” – კობახიძე ღარიბაშვილის დაბრუნებაზე
შემდეგი სტატია„ავლაბარში“ სამუშაოების ამ ფორმით წარმოება კატეგორიულად მიუღებელია – კალაძე