საქართველოს პრეზიდენტის სკანდალი – ზურაბიშვილმა ტრამპის განცხადება გააზიარა, სადაც ის ჯო ბაიდენს “მძინარას” უწოდებს

შეცდომა თუ ტრამპის პოზიციის გაზიარება – სალომე ზურაბიშვილი ხმაურიან სკანდალში ეხვევა. საქართველოს პრეზიდენტმა “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე, დონალდ ტრამპის განცხადება გააზიარა, სადაც იგი შეერთებული შტატების ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ჯო ბაიდენს “მძინარას” უწოდებს.

საქართველოს ადმინისტრაციაში ამტკიცებენ, რომ პოსტი სალომე ზურაბიშვილს არ გაუზიარებია. ტექნიკური შეცდომა სოციალური მედიის მართვის მენეჯერმა დაუშვა, რომელიც მალევე გამოასწორეს. პრეზიდენტის გვერდზე დონალდ ტრამპის პოსტი დაახლოებით ერთი საათი იდო, ის ამჟამად წაშლილია.

„ადგილი ჰქონდა ტექნიკური ხასიათის შეცდომას, სოციალური მედიის მართვის მენეჯერმა სამწუხაროდ დაუშვა შეცდომა. თავად სოციალური მედიის მართვის მენეჯერმა აღმოაჩინა შეცდომა და თვითონვე მოახდინა მისი წაშლა. რა მომენტში გაიპარა შეცდომა სამწუხაროდ არ ვიცი,“-განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

დონალდ ტრამპი, ტვიტერზე, პენსილვანიაში სენატორ ბაიდენის ვიზიტს გამოეხმაურა.

“მძინარა ჯო ბაიდენი თავის პირველ შეხვედრას დიდებულ შტატში – პენსილვანიაში მართავს. რა თქმა უნდა, მან არ იცის იმის შესახებ, რომ პენსილვანიას ახლა ერთ-ერთი საუკეთესო ეკონომიკური წელი აქვს თავის ისტორიაში, უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლით, ფოლადის მრეწველობის აყვავებით და დიდი მომავლით!” – წერს ამერიკის პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაშიდავით გარეჯი ბლოკადის მოლოდინში – ისტორიკოსები ხელისუფლების პასუხისმგებლობასა და კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობენ
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა მებაჟე ოფიცერი დააკავა