საქართველოს პრეზიდენტის – საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანება

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გამოსცა.

“საქართველოს პრეზიდენტის – საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის
ბრძანება N5. 2017 წლის 22 აგვისტო ქ. თბილისი

საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ

ბორჯომისა და ატენის ხეობაში ხანძრის შედეგად გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, საქართველოს კონსტიტუციის მე-100 მუხლის პირველი პუნქტისა და „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამხედრო ძალების შემდეგი ქვედანაყოფები და ტექნიკა:
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის საინჟინრო ბრიგადა;
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადა;
გ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა.
ეს ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე”,-ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის, უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებაში.

banner
წინა სტატიაშიურეკში სტიქიას ებრძვიან
შემდეგი სტატიაატენის ხეობაში ხანძრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო-ხანძარი ლოკალიზებულია