საქართველოს პრეზიდენტის მოლაპარაკებები ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია – დეგნანი

პრეზიდენტის მიერ პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად დაწყებულ მოლაპარაკებებს საქართველოში ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პროცესს მიესალმება და მხარს უჭერს.

“საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოლაპარაკებები ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ინიციატივა ჩვენთვისაც ძალიან მისასალმებელია. ჩვენ მას მხარს ვუჭერთ. განსაკუთრებით ეს მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილურობისთვის, ვიცით, რომ ამ პროცესში ჩართულები არიან პოლიტიკოსები, საზოგადოება და ეკლესია. ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ამ მოლაპარაკებებში”, – თქვა კელი დეგნანმა.

banner
წინა სტატიაშიქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი ამტვერებადი მასალების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გავრცელდება
შემდეგი სტატიარიკოთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია