საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში პრემიერ-მინისტრი დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოხსენებას პარლამენტში პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები და დედაქალაქის მერი, კახა კალაძე დაესწრებიან.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს, 12:00 საათზე საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, საგარეო და საშინაო გამოწვევებზე, მათ შორის, საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის მქონე თემებთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარდგება. პარლამენტში პრეზიდენტის რანგში ეს მისი პირველი მოხსენება იქნება.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ, სიტყვით გამოვლენ იმ ფრაქციათა თავმჯდომარეები, რომლებიც არ არიან გაერთიანებულნი არც უმრავლესობაში და არც უმცირესობაში. მათი გამოსვლის შემდეგ უკვე გათვალისწინებულია უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერთა გამოსვლები. პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, შეკითხვების ფორმატი გათვალისწინებული არ არის.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის ბოლოს, სალომე ზურაბიშვილი შემაჯამებელი სიტყვითაც წარდგება
შემდეგი სტატიაგვყავს პრეზიდენტი, რომელიც არალეგიტიმური არჩევნების პროდუქტია – ენმ პარლამენტში ზურაბიშვილის გამოსვლას ბოიკოტს უცხადებს