საქართველოს პრეზიდენტის და პირველი ლედის პატივსაცემად ბერლინში, ბელვიუს სასახლეში ოფიცილური დახვედრის ცერემონია გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის და პირველი ლედის პატივსაცემად ბერლინში, ბელვიუს სასახლეში ოფიცილური დახვედრის ცერემონია გაიმართა.
ცერემონიაზე საქართველოს და გერმანიის სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა, ცერემონიის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილი გერმანელ კოლეგას იოახიმ გაუკის ქართულ დელეგაციასთან ერთად შეხვდა.
პრეზიდენტების შეხვედრისას საუბარი შეეხო სახელმწიფოებს შორის არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, სავაჭრო, ტურისტულ და ჰუმანიტარული თანამშრომლობის პოტენციალის შემდგომ განვითარებას.
პრეზიდენტებმა რეგიონში არსებულ ვითარებაზეც იმსჯელეს, გიორგი მარგველაშვილმა გერმანელ კოლეგას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებას და ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებს და საარჩევნო გარემოს.
გიორგი მარგველაშვილმა გერმანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გამო, შეხვედრისას აღინიშნა, რომ გერმანია იყო და რჩება საქართველოს მტკიცე მხარდამჭერად ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში.
პრეზიდენტებმა ევროპაში არსებულ სირთულეებზეც იმსჯელეს და ევროკავშირში შექმნილი ვითარება განიხილეს, მათ შორის ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმი, აღინიშნა ის როლი, რასაც საქართველო თამაშობს საერთო ევროპულ უსაფრთხოებაში, გერმანიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო არის მათთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი, როგორც ორმხრივ, ასევე რეგიონალური თანამშრომლობის და აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში.

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილმა თურქ ხალხს მიუსამძიმრა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი : საქართველოსთვის ნატო არის ბუნებრივი არჩევანი