საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინ პრეზიდენტობის კანდიდატები ეთიკის პრინციპებზე თანხმდებიან

2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტოარჩევნებში მონაწილე კანდიდატების „ეთიკის პრინციპების“ დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების   მონაწილეებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე  თამარ ჟვანია და შვეიცარიის ელჩი ლუკას ბეგლინგერი მიესალმნენ.

დოკუმენზე ხელმომწერი პირები თანხმდებიან, რომ დაიცავენ საზოგადოების  ინტერესებს.

ეთიკის პრინციპები საფუძვლად დაედება პრეზიდენტობისკანდიდატთა მიერ წარმოებულ საარჩევნო კამპანიას. დოკუმენტზეხელმომწერი პირები ასევე თანხმდებიან, რომ დაიცავენ საქართველოსკანონმდებლობას, საქმიანობას აწარმოებენ ეთნიკური, რელიგიური,გენდერული თუ სხვა ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე; არ გამოიყენებენ  სიძულვილის ენას, ქსენოფობიურ ან მუქარის შემცველ გამონათქვამებს; ხელსშეუწყობენ მშვიდობიან საარჩევნო გარემოს, ასევე, ხელს არ შეუშლიან  კონკურენტების წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიებებსა და სააგიტაციომასალის გავრცელებას; განზრახ არ გაავრცელებენ ყალბ ინფორმაციას სხვაკანდიდატების შესახებ და არ გამოიყენებენ ადმინისტრაციულ რესურსებს.

 “დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა მედიისადა საზოგადოების წინაშე. ეს გახლავთ ეთიკის პრინციპებზე შეთანხმებისდოკუმენტი. პრეზიდენტობის თითოეული კანდიდატი და მათიწარმომადგენლები ჩართული იყვნენ ეთიკის პრინციპების შემუშავებისპროცესში და ისინი აცხადებენ თანხმობას ამ დოკუმენტზე შემოერთების.დოკუმენტს უკვე 20-მდე კანდიდატმა მოაწერა ხელი და ველოდებით ყველაკანდიდატის ხელმოწერას, ვინაიდან ჩვენ გვაქვს მათი წინასწარი თანხმობა დამხარდაჭერა დოკუმენტის შინაარსთან და შეთანხმებასთან დაკავშირებით. ესდოკუმენტი მნიშვნელოვანია, ვინაიდან საარჩევნო კულტურის განვითარება,საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა ასევე არის ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგისმნიშვნელოვანი ნაწილი. ის ეთიკის პრინციპები, რომლებიც გახლავთსაზოგადოების ინტერესების დაცვა ძალადობაზე უარის თქმა, მუქარისა დაშანტაჟის გამოუყენებლობა, სიძულვილის ენის გამოუყენებლობა, ცხადია,ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი და უპირველეს ყოვლისა, არის ჩვენი ქვეყნისადა ამომრჩევლების პატივისცემა, როდესაც კანდიდატები ამ ეთიკისპრინციპებით განახორციელებენ კამპანიას“, განაცხადა თამარ ჟვანიამ  ჟურნალისტებთან საუბრისას

„ეს დოკუმენტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიულიგანვითარების პროცესში, რომლის მეშვეობითაც გვეძლევა შესაძლებლობაშეიცვალოს პოლიტიკური კულტურა, რომელიც, თავის მხრივ ხელს შეუწყობსდა ორიენტირებული იქნება წინასაარჩევნოდ უფრო მეტად არსებითისაკითხების შესახებ დისკუსიასა და ობიექტურ დებატებზე, პოლიტიკურ  ოპონენტებზე თავდასხმის ნაცვლად. პოლიტიკური კულტურის ცვლილება  საჭიროა იმდენად, რამდენადაც არ არის საკმარისი გვქონდეს მხოლოდდემოკრატიული ინსტიტუტები ან საარჩევნო კოდექსი. დემოკრატია საბოლოო   ჯამში გულისხმობს სამართლიანი და თავისუფალი კონკურენციის პრინციპსამა თუ იმ იდეისა თუ პოლიტიკური პროგრამის შესახებ; სწორედ ამიტომ,შვეიცარიისთვის მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოს მაღალი პოლიტიკურიკულტურის დამკვიდრებას საქართველოში; მხოლოდ მოხარული ვარ, რომჩვენმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და პრაქტიკულად ყველა კანდიდატმამოაწერა დოკუმენტს ხელი“-განაცხადა შვეიცარიის ელჩმა საქართველოში  ლუკას ბეგლინგერმა.

 

შეთანხმების პროცესს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შვეიცარიისმთავრობის მხარდაჭერით გაუწია ფასილიტაცია. პრეზენტაციას,კანდიდატებთან და მათ წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენსაერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური მისიებისწარმომადგენლები

banner
წინა სტატიაშიკონგოში ნავთობმზიდის ავტოკატასტროფის შედეგად სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიაჯეიმს აპატურაი – ნატო-საქართველოს წვრთნები არის დემონსტრირება, რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართ