საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მათივე ცნობით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ვრცელი და ღია საუბარი შედგა მიმდინარე პროცესებთან, 5-6 ივლისის მოვლენებთან და ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით.

„შეხვედრაზე, ერთი მხრივ, პრეზიდენტმა, როგორც კონსტიტუციით ადამიანის უფლებების დაცვის გარანტმა და მეორე მხრივ, ომბუდსმენმა, როგორც ადამიანის უფლებების დამცველმა შექმნილი დაძაბული მდგომარეობის განმუხტვისა და დაპირისპირების შემცირების საკითხი განიხილეს“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო ბოიკოტის პროცედურები დაიწყო
შემდეგი სტატიაშვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლექსო ლაშქარავას ტრაგიკული გარდაცვალების გამო შოკირებულია