საქართველოს პრეზიდენტი ვლადიმერ ჩაჩიბაიას ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილ ვლადიმერ ჩაჩიბაიას ხვდება.

შეხვედრა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში მიმდინარეობს.

შეხვედრამდე კი, პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ჩაჩიბაიას კარგად იცნობს და მასთან ქონია საქმიანი შეხვედრები.

ვლადიმერ ჩაჩიბაიას კანდიდატურა გენშტაბის უფროსის თანამდებობაზე უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილეს.

banner
წინა სტატიაში“ქვეყნისთვის იქნება ცუდი, თუ ამ კომიტეტში, მოადგილის პოზიციაზე წარმოდგენილი იქნება პატრიოტთა ალიანსი”
შემდეგი სტატიაეროვნული უშიშროების საბჭომ საგაზაფხულო გაწვევის განახლებას მხარი დაუჭირა