საქართველოს პრეზიდენტი ვეტერანებს ვეტერანის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი თანამოქალაქეებს ვეტერანების დღეს ულოცავს:

„ძვირფასო მეგობრებო, სხვადასხვა თაობის ვეტერანებო, ვინც მეორე სამამულო ომსა თუ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოსა თუ მსოფლიოს ცხელ წერტილებში, თავდადებით იბრძოდით სამშობლოს თავისუფლებისა თუ გლობალური უსაფრთხოებისათვის, გულითადად გილოცავთ დღევანდელ დღეს.

საზოგადოების განვითარების საზომი არის ის, თუ როგორ ვაფასებთ და ვზრუნავთ სამშობლოს დამცველებზე, ჩვენ ვეტერანებზე. ეს დაფასება არის არა მხოლოდ თქვენი წარსული ღვაწლის აღიარება, არამედ ზრუნვა მომავალზე, ახალგაზრდა თაობებში სწორი ღირებულებების, სამშობლოსა და თავისუფლების უზენაესობის იდეალთა დამკვიდრება.

ქართველი ხალხის სახელით, მადლობას გიხდით საქართველოს მსახურებისთვის და მშვიდობას, კეთილდღეობასა და დღეგრძელობას გისურვებთ, “- აცხადებს გიორგი მარგველაშვილი

banner
წინა სტატიაშიგერმანიის ქიმიურ ქარხანაში BASF აფეთქება მოხდა
შემდეგი სტატიაოთო კახიძე: სახელმწიფო გადატრიალების გამოძიება პარანოიაა, რომელიც ამ ხელისუფლებას აქვს