საქართველოს პრეზიდენტი თურქმენ კოლეგას შეხვდა

თურქმენეთში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი დაიწყო. გიორგი მარგველაშვილი თურქმენ კოლეგას შეხვდა.

პრეზიდენტებმა შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის ურთერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. მათ ეკონომიკური პროექტებიც განიხილეს.

გიორგი მარგველაშვილი აშხაბადში დღეს ჩაფრინდა. აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტისთვის დახვედრის ცერემონია გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტი აშხაბადში თურქმენეთის რესპუბლიკის ნეიტრალიტეტის 20 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ უმაღლესი დონის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. გიორგი მარგველაშვილი კონფერენციაზე სიტყვითაც გამოვა.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადურმა 2016 წლის ბიუჯეტზე პარლამენტში ისაუბრა
შემდეგი სტატიასამი ოქრო და ერთი ბრინჯაო – ქართველი მოციგურავეების წარმატება ბუდაპეშტში