საქართველოს პრეზიდენტი სკანდალში გაეხვა – ზურაბიშვილი მედიის კითხვებს არ პასუხობს

საქართველოს პრეზიდენტი სკანდალში ეხვევა – აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მისამართით გამოთქმული მწვავე განცხადების სოციალურ ქსელში გაზიარების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

პრეზიდენტმა ჟურნალისტების კითხვები უპასუხოდ დატოვა. ის პარლამენტში იმყოფება, სადაც საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება.

ზურაბიშვილმა “ტვიტერზე” ტრამპის ის განცხადება გააზიარა, სადაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენს “მძინარას” უწოდებს. მიუხედავად ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა დამატებითი განმარტების გაკეთება არ ისურვა.

სალომე ზურაბიშვილი ხმაურიან სკანდალში ეხვევა. საქართველოს პრეზიდენტმა “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე, დონალდ ტრამპის განცხადება გააზიარა, სადაც იგი შეერთებული შტატების ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ჯო ბაიდენს “მძინარას” უწოდებს.

სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს არც დავით გარეჯთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე უპასუხა

banner
წინა სტატიაში“ინფორმაცია ვნახე” – რას ამბობს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი სალომე ზურაბიშვილის სკანდალზე
შემდეგი სტატიაპრემიერმინისტრმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს უმასპინძლა