საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით სტრასბურგს და ბრიუსელს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი, 6 -7 ივნისს, სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს და ევროპის პარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს შეხვდება.

დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ორმხრივი შეხვედრები ევროპის სახალხო პარტიის და სოციალ – დემოკრატების ალიანსის ლიდერებთან.

გიორგი მარგველაშვილი ევროპის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ისაუბრებს და ევროპარლამენტარების შეკითხვებს უპასუხებს.

სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის შემდეგ, სახელმწიფოს მეთაური ბრიუსელში გაემგზავრება.

ბრიუსელში, 8-9 ივნისს, დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილის შეხვედრები ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური : საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ ივლიან ევროპაში
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლოს მიღებული ახალი კანონი ამავე სასამართლოში გასაჩივრდება