საქართველოს პრეზიდენტი რუმინელ კოლეგას რუმინეთის ეროვნულ დღეს ულოცავს

გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილი რუმინეთის პრეზიდენტს, მის აღმატებულება კლაუს იოჰანისს რუმინეთის ეროვნულ დღეს – დიდი გაერთიანების დღეს ულოცავს:
„თქვენო აღმატებულებავ, ჩემთვის დიდი პატივია გულითადად მოგილოცოთ რუმინეთის ეროვნული დღე – დიდი გაერთიანების დღე.

მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თქვენს ქვეყანასთან, როგორც ჩვენს ძლიერ პარტნიორთან, მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის განვითარებას. დარწმუნებული ვარ, რომ საერთო ძალისხმევით, საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებული ისტორიული კავშირი და მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ჩვენი ერების საკეთილდღეოდ.

თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები მეგობარი რუმინელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ წერილში.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის განათლების კომიტეტმა სასკოლო ასაკის 5 წლამდე შემცირების ინიციატივას მხარი არ დაუჭირა
შემდეგი სტატიადიმიტრი ხუნდაძე: დღეს საქართველო ხდება მსოფლიო პოლიტიკის გზაჯვარედინი