საქართველოს პრეზიდენტი რიო დე ჟანეიროში ზაფხულის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რიო დე ჟანეიროში მომავალ კვირას გაემგზავრება და ზაფხულის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას დაესწრება.

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, პრეზიდენტი რიო დე ჟანეიროში პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან ერთად გაემგზავრება და მისივიზიტი, ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე დასწრებასთან ერთად, სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებთან ორმხრივ შეხვედრებსაც ითვალისწინებს.

„ეს არის საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ამ რეგიონში. ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა იმ საკითხში, რასაც საქართველოს საგარეოპოლიტიკის არაღიარების მიმართულება ჰქვია.

საქართველოს პრეზიდენტს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები. ოლიმპიური თამაშები ეს არის ის უნიკალური ფორმატი, სადაც ბევრი სახელმწიფოს მეთაური იყრის თავს, მათ შორის, იმქვეყნებიდან, რომლებთანაც არ გვაქვს მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების ინტენსიური გაცვლა.

აქედან გამომდინარე, ეს იქნება უაღრესად დატვირთული ვიზიტი, რომელიც ითვალისწინებს, როგორც ცერემონიულ ნაწილს – ოლიმპიური თამაშების გახსნას, ასევე, ორმხრივი ურთიერთობებისგანვითარებას ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც არაღიარების პოლიტიკაში მეტი მხარდაჭერის მოპოვება გვსურს“, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია: შეთანხმებული მაქვს გითხრათ, რომ თავდაცვის მინისტრი ნოდარ ხადური იქნება
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: მაქვს მოლოდინი, რომ მოსამართლეები არ დაემორჩილებიან ზეწოლას