საქართველოს პრეზიდენტი “ქართულ ოცნებას” ურჩევს, ჩაკეტილი შენებობიდან გარეთ გაიხედონ და ის ათი ათასობით ადამიანი დაინახონ, რომლებიც 40 დღეა, უწყვეტ აქციას მართავენ და ახალი არჩვენების დანიშვნას ითხოვენ

საქართველოს პრეზიდენტი “ქართულ ოცნებას” ურჩევს, ჩაკეტილი შენებობიდან გარეთ გაიხედონ და ის ათი ათასობით ადამიანი დაინახონ, რომლებიც 40 დღეა, უწყვეტ აქციას მართავენ და ახალი არჩვენების დანიშვნას ითხოვენ.

“დაინახეთ ეს ხალხი”- ეუბნება პრეზიდენტი ივანიშვილის გუნდს.

„ეს არის არაჩვეულებრივი ნიშანი იმისა, რომ ეს საზოგადოება არის დაუმარცხებელი. 40 დღე არაფერი არ არის, 80 დღეც არაფერია, თუ შენ გჯერა, რომ ბოლოს არის გამარჯვება. მგონი, აქ ვინც არის შეკრებილი, ყველას აქვს ეს შინაგანი რწმენა, და დღეს არის რწმენის დღე, რომ ეს იმდენად მართალი საქმე, მიზანია, არ შეიძლება, არ გავიმარჯვოთ, ქვეყანა არ დავაბრუნოთ იქ, სადაც უნდა მიდიოდეს და ისე, როგორც უნდა ვითარდებოდეს. ეს ყველაფერი ჩვენ წინ არის და, დარწმუნებით ვარ, ამას მივაღწევთ. პარტნიორები მხარს გვიჭერენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი არის, რაც აქ ხდება, რუსთაველის გამზირზე. ეს არის მთავარი გამარჯვება. რუსთაველის გამზირი არის ის ადგილი, რომელიც მოგვიტანს გამარჯვებას. დანარჩენი მნიშვნელოვანია, საჭიროა, მაგრამ მთავარი ეს არის. აქ დღეს ვდგავართ ერთად, შობის ღამეს და, მგონია, რომ ეს არის მთავარი განცდა, რაც გვაერთიანებს. ერთიანობა არის ის, რამაც საქართველო გადაარჩინა საუკუნეების მანძილზე. ასეთი გაერთიანება თუ შევძელით არა მხოლოდ დღესასწაულებზე, ყოველდღე, ამ ორმოცი დღის მანძილზე და კიდევ რამდენიც საჭირო იქნება, ეს არის გამარჯვება და ის, რამაც საქართველო მოიყვანა დღემდე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველზე მივიდა. დედაქალაქის ცენტრში მიმდინარე აქციაზე ზურაბიშვილი შვილთან ქეთევან გორჯესტანთან ერთად გამოჩნდა.

banner
წინა სტატიაში“ემანუელ მაკრონი ხაზს უსვამს, რომ ახალი არჩევნები შეიძლება პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იყოს”- საფრანგეთის ელჩი
შემდეგი სტატიაკობახიძე: “საფრანგეთის პრეზიდენტმა მიხედოს უკრაინას”