საქართველოს პრეზიდენტი პორტუგალიის რესპუბლიკის პრემიერმინისტრს შეხვდა

ლისაბონში ორდღიანი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პორტუგალიის რესპუბლიკის პრემიერმინისტრს ანტონიო კოსტას შეხვდა.
შეხვედრას საქართველოს დელეგაციის წევრებიც ესწრებოდნენ, რომლის შემადგენლობაში შედიან: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს ელჩი პორტუგალიის რესპუბლიკაში რევაზ ბეშიძე, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე.
შეხვედრისას განსახილველ საკითხთა შორის მთავარი თემები სავაჭრო – ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება – განვითარება და ორი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გამოყენების მნიშვნელობა იყო.
როგორც ქართულმა მხარემ შეხვედრისას აღნიშნა, ტურიზმის სფეროს განვითარების შესაძლებლობების ათვისება და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურება არა მხოლოდ გააფართოებს ხალხებს შორის ურთიერთობებს, არამედ ორმხრივი სარგებელის მომტანია.
მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა საერთაშორისო, რეგიონული პროექტები, მათ შორის, აბრეშუმის გზის პროექტის განვითარების მნიშვნელობა და საქართველო – პორტუგალიის, როგორც ორ საზღვაო ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტების ინტენსიფიკაცია.
საქართველოს პრეზიდენტმა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებაც ისაუბრა და ხაზი გაუსვა აშშ-ის პრეზიდენტის აქტის მნიშვნელობას, რომელიც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებას.
გიორგი მარგელაშვილმა მნიშვნელოვანი უწოდა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან რუსეთზე უწყვეტი ზეწოლის აუცილებლობას და საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს საკითხის გააქტიურებას.

banner
წინა სტატიაშისპეცოპერაცია ფონიჭალაში : შსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა
შემდეგი სტატია(video)თბილისის მერია, ლევან ხაბეიშვილთან დაკავშირებით, შენობაში გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს