საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა ამ წუთებში ორბელიანების სასახლეში მიმდინარეობს.

როგორც პარტია „მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა სავარაუდოდ, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება და ე.წ აგენტების შესახებ კანონპროექტის ხელმეორედ ინიცირება იქნება.

შეხვედრას ესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.

იქამდე კი პრეზიდენტი ცესკოს ხელმძღვანელს, გიორგი კალანდარიშვილს შეხვდა.

banner
წინა სტატიაშიეს არის ნიშანი „ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის, რომ რაც არ უნდა გააკეთონ, როგორი საძაგლობაც არ უნდა თქვან, ისინი არ დაისჯებიან – თურაზაშვილი
შემდეგი სტატიასაქართველო ისეთ მდგომარეობაშია, როგორც თვითმფრინავი, რომელიც მიფრინავს და ცუდი ამინდი ჰაერში აბურთავებს – წულუკიანი