საქართველოს პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება. გიორგი მარგველაშვილი იენს სტოლტენბერგთან პირისპირ შეხვედრას გამართავს.
მანამდე კი საქართველოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკს და ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდა. განხილვის მთავარი თემა, უვიზო მიმოსვლისა და თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდა იყო.
საქართველოდან მიგრანტთა რაოდენობის ზრდაზე ისაუბრეს ევროკავშირის შს მინისტრების შეხვედრაზეც.
მიგრაციის, შინაგან საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა, რომელიც საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხზე მუშაობდა, განაცხადა, რომ ის პირადად არის კავშირზე საქართველოს ხელისუფლებასთან.

banner
წინა სტატიაში“პოლიციელებმა ჩემი ძმა სცემეს!!! …ურტყეს!!! კამერა არ ჩაურთავთ!!! ” – რა მოხდა გლდანში
შემდეგი სტატიაარჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტზე კონსულტაციები განახლდება