საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოსახლეობას არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ დღევალდე პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„არჩევნების ერთი ეტაპი დასრულდა, რაზეც პრეზიდენტმა უკვე გამოთქვა საკუთარი შეხედულება. დღეს დამატებით გვსურს ხაზი გავუსვათ იმას, რომ საარჩევნო პროცესი გრძელდება და წინ არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, მოსახლეობამ 8 ოქტომბერს აირჩია პარლამენტის შემადგენლობის მხოლოდ 2/3, 50 მაჟორიტარულ ოლქში კი, უნდა ჩატარდეს მეორე ტური. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რომელსაც პირველ რიგში სჭირდება ამომრჩევლის აქტიურობა. პრეზიდენტი ახლაც, ისევე როგორც მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, მოუწოდებს მოსახლეობას დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი და იყვნენ აქტიური“,-აღნიშნა მიშველაძემ.

მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესია და განსაკუთრებით ხაზგასასმელია საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების როლი, როგორც მთელი არჩევნების, ასევე მეორე ტურის განმავლობაში.

„ქვეყნის პირველი პირი იმედს გამოთქვამს, რომ დამკვირვებლები განმეორებით ტურზეც ფართოდ იქნებიან წარმოდგენილი. პრეზიდენტი მადლობას უხდის მათ გაწეული მუშაობისთვის“,-აღნიშნა ეკა მიშველაძემ.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე- “დაინდეთ თქვენი დედები!”
შემდეგი სტატია“იან კელის განცხადება ეხმიანება ყველა სადამკვირვებლო მისიისა და საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებებს”