საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველს აქტიურობისკენ და მეტი ჩართულობისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა.

ამასთან, ეკა მიშველაძის თქმით, მნიშვნელოვანია, დარღვევებსა და საჩივრებზე დროული რეაგირება მოხდეს.

„30 ოქტომბერს ძალიან მნიშვნელოვანი მეორე ტური გაიმართება მაჟორიტარულ ოლქებში და, ისევე როგორც მთელი წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესის განმავლობაში, პრეზიდენტი მოუწოდებს ამომრჩეველს აქტიურობისკენ და მეტი ჩართულობისკენ, შესაბამის სტრუქტურებს კი მშვიდი და სამართლიანი გარემოს უზრუნველყოფისკენ. კიდევ ერთხელ გვსურს გავუსვათ ხაზი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დარღვევასა და საჩივარზე დროული რეაგირება“,- განაცხადა ეკა მიშველაძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით ონოფრიშვილი ამომრჩევლებს მეორე ტურში “ქართული ოცნების” კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაზურაბ აბაშიძე: ჩვენ აღარ ვართ ოპოზიციაში და არც ხელისუფლებაში